გორის საავტომობილო გვირაბში 20 ოქტომბერს გადაადგილება აიკრძალება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავრომობილო გვირაბში 20 ოქტომბერს მოძრაობა შეიზღუდება. 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აღნიშნული გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეზღუდვის მიზეზი ვინტილატორის სამონტაჟო სამუშაოებია.

„დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობაში.