გორის "სპარში" შუახნის ქალმა შოკოლადები და ყავა მოიპარა

გორის „სპარში“ შოკოლადის ფილების და ყავის მოპარვის ფაქტზე შუახნის ქალი ამხილეს.

ქურდობის ფაქტი „სპარში“ სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რის შემდეგაც სავაჭრო ქსელის პერსონალმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.