გორში 21 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორში იპოვეს 21 წლის მამაკაცის ცხედარი, რომელსაც ოჯახი 4 თვის განმავლობაში ეძებდა. 

გიორგი ნონიაშვილი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ცხედარი გორიჯვარის მიმდებარედ ხევში იპოვეს. 

მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.