გორში 6 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 6 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა. 

ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით ბავშვს დაზიანება აქვს ოთხივე კიდურზე, ჭრილობა თავის არეში და ბეჭების არეში თერმული დამწვრობა, რომელიც მანქანის ქვეშ შევარდნისას მიიღო.

როგორც  report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.