გორში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

გორში, სუხიშვილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში, 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

ამ დროისათვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.

როგორც Report.ge-ს  შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბო-ენერგიის, გაზის, ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.