გორში ავარია მოხდა

გორში, შინდისის გმირების გზატკეცილზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. 

ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა.