გორში დაკარგული 12 წლის გოგო იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, გორში დაკარგული 12 წლის გოგო იპოვეს. 

დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, report.ge დამატებით ინფორმაციას შსს-ში არკვევს.

ცნობისთვის, გორში არასრულწლოვანი დღეს დილით გაუჩინარდა. 

ბავშვს პოლიცია და ოჯახი დილიდან ეძებდა.