გორში კაცის ცხედარი იპოვეს

გორის ციხის ტეტრიტორიაზე, ტურისტების საფეხმავლო ბილიკზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გვამი ადგილობრივებმა შენიშნეს და  სამართალდამცავებს შეატყობინეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები იმყოფებიან. გავრცელებული  ინფორმაციით, მამაკაცი  ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. 

report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყება ფაქტს ადასტურებს.  დამატებით დეტალებს  შსს  მოგვიანებით გაავრცელებს.