გორში მაღაზიიდან 4 ბოთლი არაყი და 600 ლარი მოიპარეს

გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში მაღაზია გაქურდეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 600 ლარამდე თანხა და 4 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი. 

შემთხვევა კომენდანტის საათის დროს, დაახლოებით ღამის სამ საათზე მოხდა.

ინციდენტის ადგილზე პოლიცია დილიდან იმყოფება. ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.