გორში მანქანა ამოტრიალდა - დაშავებულია 25 წლის მამაკაცი

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - მსუბუქი მანქანა გზაზე მოცურდა და ამოტრიალდა. დაშავებულია 25 წლის მამაკაცი. ის გორის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია.