გორში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით, ქალი გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში შუა ხნის ქალი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა.  ის უგონო მდგომარეობაში საკუთარი სახლში, სააბაზანოში იპოვეს. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდა. 

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.