გორში, თავშესაფრიდან მოზარდი გოგონა გაუჩინარდა

გორში, მოზარდ გოგონას ეძებენ. არასრულწლოვანი გორის თავშესაფარში ცხოვრობდა. ის ქალთა კრიზისულ ცენტრში 22 დეკემბერს უნდა მისულიყო თუმცა გოგონა დაწესებულებაში არ გამოჩენილა. მოზარდი თავშესაფარში ოჯახური ძალადობის ფაქტის შემდეგ მიიყვანეს. მისი მამა დაკავებულია.

როგორც შსს-დან report.ge -ს აცნობეს, შექმნილია სამძებრო ჯგუფი და დაწყებულია სამძებრო სამუშაოები.