გორთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ცენტრალური ავტობანის გორის მოანკვეთზე, ქალაქის შესასვლელთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში report,ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.