ოზურგეთში ხანძარს 52 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ხანძარს 52 წლის ქალის სიცოცოცხლე ემსხვერპლა. ქალის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა აღმოაჩინეს.

ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. მეხანძრე-მაშველებმა სახლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.