სტიქიის დროს დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ

ხელვაჩაურში, მდინარე მეჯინისწყალში გაუჩინარებულ 61 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.

როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები, როგორც მდინარეში, ასევე ზღვაზე მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 61 წლის მამაკაცი, 2 ოქტომბერს ხელვაჩაურში მდინარე მეჯინისწყალში გაუჩინარდა, მაშველებმა მსუბუქი ავტომობილი იმავე დღეს იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელმაც მანქანიდან გადასვლა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში სტიქიამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათი ცხედრები ნაპოვნია.