"გული გაგიხეთქოთ?" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პროფესორი ფეისბუქლაივში ამბობს, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღაა მოსალოდნელი.

"მე ხომ გითხარით, რომ აპრილში იქნება მესამე ტალღა, არ მითქვამს?! - ისიც გითხარით, რომ მაისის ბოლო კვირას ჩაცხრება და ზაფხული გვექნება კარგი. მაგრამ, გინდათ გული გაგიხეთქოთ? მეოთხე ტალღა საქართველოში იქნება სექტემბერ-ოქტომბერში. რა ვქნა? ჩემი ბრალია? ეს არის მთელი მეცნიერება", -ამბობს გიორგი ფხაკაძე.