გუმათში დაპირისპირებისას რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

სოფელ გუმათში მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველის და აქციების ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი.

report.ge დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.