გუმათში ვითარება დაიძაბა - ადგილზე დაპირისპირებაა

ამ წუთებში, სოფელ გუმათში დაძაბული ვითარებაა. 

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადების მიღმა გადასვლას ცდილობენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოყვა. 

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.