გუმათჰესში ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა

გუმათჰესში ახალგაზრდა მამაკაცი ნაპირიდან წყალში გადავარდა. თვითმხილველების თქმით, 17 წლის ახალგაზრდა ნაპირზე იდგა და მისი გადავარდნა მოულოდნელი იყო. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ახალგაზრდა წყლიდან მალევე, ცოცხალი ამოიყვანეს. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. 

ფოტო: რუსთავი 2