გურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება

ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო  ტაძარში გაიმართება.- ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს საპატრიარქოში დაუდასტურეს. 

მათივე ცნობით, გურამ დოჩანაშვილს ტაძარში 15:00 საათიდან 16:00 საათამდე გადაასვენებენ.

ცნობისთვის, ქართველი მწერალი 82 წლის ასაკში, 3 აპრილს გარდაიცვალა.

ის გარდაცვალებამდე რამდენიმე  კვირით ადრე "ნიუ ჰოსპიტალში" გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო მკურნალობდა.