გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა

გურიაში ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ნაგომართან ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა. თვითმხილველების განცხადებით მოზარდი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მოძრავი მიკროავტობუსი დაეჯახა. 

სასწრაფო დახმარების ჯგუფს მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.