გურიაში ტყის საფარი იწვის

გურიაში, აცანა-მამათის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ტყეში ბალახსა და ეკალს უკიდია.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. 

„ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს, იწვის ბალახი და ეკალი. მალევე მოხდება კერების დამუშავება და ხანძრის ჩაქრობა“- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტსა და ხანძარის ადგილს შორის, დიდი მანძილია, შესაბამისად, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია და იგი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.