გურჯაანის იზოლატორში მამაკაცი გარდაიცვალა

გურჯაანის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში მამაკაცი გარდაიცვალა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა 3 დეკემბერს, დაკავებულის სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოხდა. 

41 წლის კაცს, სავარაუდოდ, ეპილეფსიური შეტევა დაემართა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

ცნობისთვის, მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული.