გურჯაანში 34 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 34 წლის ქალი  ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა ეზოში ნახეს. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.