გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევისას მოპედის მძღოლი დაშავდა

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მოპედი სავალი ნაწილიდან გადავიდა და "06"-ის მარკის ავტომანქანას შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მძღოლი გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.