გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 ადამიანი დაშავდა

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი გაზეთების ჯიხურსა და აფთიაქს.
შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთ-ერთი ქვეითი ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიისას სულ 6 მანქანა დაზიანდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.