გურჯაანში დაკარგულ კაცს ეძებენ

მესამე დღეა კახეთში 89 წლის კაცს ეძებენ. პენსიონერი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ცხოვრობს.

სოფელში ამბობენ, რომ გურამ საგინაშვილი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. 

მომხდარის შესახებ ოჯახმა სამართალდამცავებს შეატყობინა. ძებნის პროცესში ჩართულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საძიებო სამუშაოებში 30-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.