გურჯაანში მამასა და მის 5 წლის შვილს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში, მამა-შვილს ეძებენ. 

მეზობლების თქმით, კაცი მის 5 წლის შვილთან ერთად ტყეში შეშის მოსაგროვებლად გუშინ შევიდა და სავარაუდოდ გზა აებნა.

სოფელი დაკარგულ მამა-შვილს საკუთარი ძალებით ეძებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად ოჯახი პოლიციას უკვე დაუკავშირდა.

report.ge დამატებითი ინფორმაციის გაგებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.