გურჯაანში საცხოვრებელი სახლი იწვის

გურჯაანში, ე.წ ვაშლების უბანში, საცხოვრებელი სახლი იწვის. აალება ერთსართულიანი სახლის ჭერიდან დაიწყო.

ამ წუთებში ცეცხლი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ქრობის პროცესში 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.