GWP განცხადებას ავრცელებს

28 ნოემბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N59-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 28 ნოემბერს, 22:00 საათიდან 29 ნოემბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში: ზღვის უბნის IV, IX, X, Xა კვარტალებს, ზღვის უბნის III მიკრორაიონის V კვარტალს, ზღვის უბნის XI მიკრორაიონის I-III კვარტალებს, ანაპის დივიზიის ქუჩას.