GWP წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის ორ რაიონში წყალმომარაგება შეწყვეტილია. 

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების აღდგენის დროს ასახელებს:

მთაწმინდის რაიონში, დაბა კოჯორი, გიორგი კვინიტაძის ქ. N 3 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 13.01 18:00-დან 14.01 01:00-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება: კოჯორში კვინიკაძე, იუნკერები, სატყეო და ნაძვნარი.

ისნის რაიონში, გუდარეხის ქ. N 52 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 13.01 16:00-დან 14.01 02:00-მდე,  წყალმომარაგება შეუწყდება: ქ. წამებულის გამზ. N91, მეველეს, გუდარეხის, ციხისძირის, დიდგორი და წულაძის ქუჩებს, ,სამრეწველოს დასახლების 1 ქუჩას, გაბრიელ სალოსის გამზ. მე-4 შესახვევს.