გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე მოძრაობა ცალმხრივად გახსნილია.

შეგახსენებთ, რომ ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, დღეს, დღის განმავლობაში აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.