გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს - PHOTO

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ინტენსიური ორდღიანი გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.