გზების დეპარტამენტი მძღოლებისა და მგზავრებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - თავისუფალი.

ასევე, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ90-კმ120 მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.