გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

გზების ნაწილზე მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ report.ge-ს გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.