გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, - ამის შესახებ report.ge-ს გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.