გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, - ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ90 (ყანობილის ასახვევი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.