გზების ნაწილზე მოძრაობა აკრძალულია - გაფრთხილება

გზების ნაწილზე მოძრაობა აკრძალულია - ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, მიზეზი დიდთოვლობაა.

"დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.