გზების ნაწილზე მოძრაობა აღდგა

გზების ნაწილზე მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ მონაკვეთზე გუშინ, 26 მარტს მეწყერი ჩამოვიდა, რის გამოც, ამ დრომდე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფ. დიზი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად (ერთ სამოძრაო ზოლზე) აღდგა.

,,შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს დილას ჩამოვიდა მეწყერი, რის გამოც აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.