გზებზე შეზღუდვები დაწესდა - განცხადება

ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზების მონაკვეთებზე გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, - ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (ქარბუქი, ციდი ხილვადობა, ყინვა) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე და ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.