H1N1-ის ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა სეზონზე - პაციენტი მოზარდია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი მოზარდია და ის ბათუმში ცხოვრობს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ A ტიპის ვირუსის გარდა უკვე ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით მსუბუქი სიმტპომატიკით ხასიათდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით სეზონური გრიპის შემთხვევები ერთეულია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს რამდენჯერმე ჩამორჩება.