Facebook Messenger შეფერხებით მუშაობს

ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი პლატფორმა, Facebook Messenger მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს.

პრობლემა აისახა პლატფორმა Downdetector-ზე.

მომხმარებლები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერენ, რომ შეტყობინებები ადრესატამდე დაგვიანებით ან საერთოდ არ იგზავნება.

შეფერხების მიზეზი უცნობია. ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით Facebook-ს არ გაუკეთებია.