ჰაერში ტყვიის შემცველობა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დასაშვებ ნორმას აღემატება

გარემოს ეროვნული სააგენტოს საგანგაშო მონაცემები - სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ჰაერში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება. უწყებამ ატმოსფერული ჰაერის ხარისხი უწყვეტი მონიტორინგის ავტომატური სადგურების საშუალებით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში გაზომა.

კვლევის შედეგები ასეთია:

„2 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.რუსთავში - 1.2-ჯერ, 3 ოქტომბერს ქ.რუსთავსა და ქ.ბათუმში- 1.2-ჯერ, 4 ოქტომბერს ქ.რუსთავში - 2-ჯერ, ხოლო ,,ილიას ბაღში“ უმნიშვნელოდ. 5 ოქტომბერს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ,,ილიას ბაღში“ – 1.1-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.4-ჯერ, ქ.ბათუმში- 1.2-ჯერ, 6 ოქტომბერს ისევ ,,ილიას ბაღში“ – 1.3-ჯერ, ქ.რუსთავში - 2-ჯერ, ქ.ბათუმში- 1.2-ჯერ, ხოლო 7 ოქტომბერს მხოლოდ ქ.რუსთავში - 1.1-ჯერ. 8 ოქტომბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ხოლო ქ. ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.4-ჯერ,“-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.