სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არდადეგები დაიწყო

კორონავირუსის გამო, დღეიდან, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო, რომელიც 16 მარტამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება 29 თებერვალს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, არდადეგების პერიოდში, პროფილაქტიკის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები ჩატარდება. 

გარდა ამისა, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შესამცირებლად, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უნივერსიტეტებს ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.