ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები ჩაიკეტება

რამდენიმე დღით, ქუთაისში 13, ხოლო ზესტაფონში 3 სასაფლაო ჩაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

"სასაფლაოებზე მისასვლელი ყველა გზა იქნება გადაკეტილი რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დღეებში დავაზუსტებთ, რამდენი დღით დაიკეტება და ზუსტად ეცნობება მოსახლეობას, როდიდან დაწესდება ეს შეზღუდვები,"- განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, შესვლა და გასვლა აიკრძალება.