დიდ დიღომში 20 წლამდე ბიჭის ცხედარი იპოვეს

დიდ დიღომში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

20 წლამდე ბიჭის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ის კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.