მანქანაში მოწყობილი სამალავით მოქალაქეს საზღვარზე არადეკლარირებული ოქრო შემოჰქონდა

საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული ოქროს ნივთების უკანონო შემოტანა სცადეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, წითელი ხიდის გამშვებ პუნქტზე, ერთ-ერთი მოქალაქის მანქანა გაჩხრიკეს. სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნაპოვნია 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ნაკეთობები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10 123.8 ლარის ოდენობით შეეფარდა.