ბათუმში 6 მაღაზია დაიწვა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ძლიერი ხანძრის ძედეგად 6 სავაჭრო ობიექტი და იქ განთავსებული სამშენებლო მასალები დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 4 ჯგუფი მუშაობდა და ხანძარი ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, დამწვარია დაახლოებით 400 კვადრატული მეტრი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.