საზმაუს სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრის ვინაობა ცნობილია

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი: ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია და ბონდო მძინარაშვილი დაამტკიცა.

ზაზა აბაშიძის კანდიდატურას ხმა 98-მა დეპუტატმა მისცა. მის წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი წასულა.

ბონდო მძინარაშვილის კანდიდატურის მომხრე 95 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი 13.

გრიგოლ მურღულიას 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და წინააღმდეგი ერთი დეპუტატი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძესა და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.