ზუგდიდში, მდინარე ჯუმში არასრულწლოვანს ეძებენ

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში არასრულწლოვანს ეძებენ. 

ადგილობრივების ინფორმაციით, 15 წლამდე ბიჭი საქონელს მწყემსავდა, რის შემდეგაც ის არავის უნახავს. დაკარგულს მდინარე ჯუმში ეძებენ.

ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ის მდინარეში ჩავარდნილიყო.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია.